ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კოლხური ბზის დაკალმების კამპანია იწყება

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, კომპანია Green4Georgia-ს ორგანიზებით კოლხური ბზის დაკალმების კამპანია იწყება.
დაავადებით გამოწვეული მასობრივი ხმობის გამო, კოლხური ბზა 2013 წლიდან IUCN-ის წითელ ნუსხაშია შეტანილი.

კამპანიის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან წამოღებული საკალმე მასალა უკვე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშია და საქართველოს თითოეულ მოსახლეს, ბზის გადარჩენაში წვლილის შეტანა, მისი დაკალმება და გაზრდაში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

კამპანიაში მონაწილეობის მიღების ღირებულება 10 ლარია

ბოტანიკური ბაღი მადლობას უხდის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს გაწეული დახმარებისთვის, რომელიც გულისხმობს ჩხოროწყუს პარკსა და ბზის ხეივანში საკალმე მასალის აჭრის ნებართვას.

კამპანიაში მონაწილეობის მიღების ღირებულება 10 ლარია

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

გამარჯობა

დაგვიკავშირდით შეკითხვებისთვის, მხარდაჭერისთვის ან პარტნიორობისთვის.

დაგვიკავშირდით