ახალი სახეობები შეემატა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კოლექციას: კოლხური სოჭი, ნაძვი, უთხოვარი, იმერული მუხა, ცაცხვი ნეკერჩხალი, იფანი, ჯონჯოლი, ლეღვი. ყველა ხე არის სახელობითი, აქვს შესაბამისი GPS კოდი და შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები, რომლითაც თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახოთ თქვენი ხე ან ხეები.
დიდი მადლობა ყველას ვინც მიიღო მინაწილეობა ამ კეთილშობილურ საქმეში, კომპანიებს (raymann, iknow, local host), კერძო პირებს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღის თანამშრომლებს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომლებს.
განსაკუთრებული მადლობა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლს, ბატონ კონსტანტინე (კოსტა) კაკავას, რომელმაც თავისი სამუშაოს ბოლო დღე ხეების დარგვას მიუძღვნა.


















