ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, კომპანია Green4Georgia-ს ორგანიზებით კოლხური ბზის დაკალმების კამპანია იწყება.

დაავადებით გამოწვეული მასობრივი ხმობის გამო, კოლხური ბზა 2013 წლიდან IUCN-ის წითელ ნუსხაშია შეტანილი.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს თითოეულ მოსახლეს, ბზის გადარჩენაში წვლილის შეტანა, მისი დაკალმება და გაზრდაში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

კამპანიაში მონაწილეობის მიღების ღირებულება 10 ლარია

2021 წელს, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია, ქალაქ ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის, კოლხური ფლორის დენდრარიუმისა და სანერგე მეურნეობის შექმნა.

გარემოს დაცვა, ეკოლოგიის პოპულარიზაცია და ამ მიზნებისთვის სოციალური, საქველმოქმედო და კულტურული საქმიანობის განხორციელება, კომპანია Green4Georgia-სათვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყოველწლიურად დაგეგმილია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების ეკოგანათლების, გარემოს, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.

ჩვენი გარემოს გამწვანებასა და გაჯანსაღებაში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ხეების დარგვითა და დონაციით წვლილის შეტანა.

თქვენ მიერ დარგულ ყველა ხეს აქვს უნიკალური კოდი, რომელშიც შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები. ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი ხეები და დააკვირდეთ მათი ზრდის პროცესს.

გადადის შემდეგ ბმულზე და შეიტანეთ თქვენი წვლილი კოლხური ბზის გადარჩენის დიდ საქმეში.

Green For Georgia