11 დეკემბერს, კერძო პირებისა და კომპანია ABM-ის მხარდაჭერით, დამატებით 90 სხვადასხვა სახეობის ხე დაემატა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს.
ხეების დარგვასთან ერთად საინტერესო შეხვედრა გვქონდა ზუგდიდის მეორე და მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. ვისაუბრეთ ენდემურ ხეებზე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე და გლობალურ დათბობაზე. საუბრის შემდეგ დავრგეთ სახელობითი ხეები.





















