გიგოს გორა

2012 წელს თელავის მუნიციპალიტეტში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა დიდი ზიანი მიაყენა არა მარტო სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას არამედ ქ. თელავის გარშემო არსებულ სხვადასხვა სარეაკრიაციო ზონებს. მათ შორის ყველაზე ძლიერ დაზიანდა ე.წ. ,,გიგოს გორს“ მწვანე ნარგავები ფიჭვები, ნაძვები და სხვ.

2012 წელს თელავის მუნიციპალიტეტში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა დიდი ზიანი მიაყენა არა მარტო სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას არამედ ქ. თელავის გარშემო არსებულ სხვადასხვა სარეაკრიაციო ზონებს. მათ შორის ყველაზე ძლიერ დაზიანდა ე.წ. ,,გიგოს გორს“ მწვანე ნარგავები ფიჭვები, ნაძვები და სხვ. ზოგიერთი ხე ქარიშხალმა ძირიანად ამოთხარა ხოლო ნარგავების 60-70% გადაამტვრია. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ დაზიანებულმა ნარგავებმა დაიწყო მასიური ხმობა, გაუჩნდა სხვადასხვა სახის დაავადებები და აქედან გამომდინარე თელაველთათვის ამ მნიშვნელოვანმა ტყეპარკმა მიიღო მეტად უსახური სახე. ამ ფაქტს დაემატა ისიც, რომ მთლიანად განადგურდა ამ ტყეპარკში არსებული ფრინველთა პოპულაცია, მათ ბუდები და მათ საკვებად ვარგისი მცენარეები.  ამჟამად ფრინველთა რიცხვი ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე შეუმჩნეველია. თვით ,,გიგოს გორა“ წარმოადგენდა არამარტო სარეაკრიაციო ზომას არამედ მისი ისტორია უკავშირდება ქ. თელავის სხვადასხვა პერიოდის განვითარებას როგორც სასიამოვნო მოგონებებით ასევე უმძიმესი კომუნისტური რეპრესიების პერიოდის ისტორიებით. ფაქტიურად ,,გიგოს გორა“ რომლის სახელწოდებაც უკავშირდება თავად გიგო ვახვახიშვილს და მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე ერთერთია იმ შვიდი ისტორიული ბორცვიდან, რომელიც შედის საქართველოს მთავრობის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტში –  „ქ. თელავის შვიდი ბორცვის ტურისტული განვითარება“. ამჟამად აქ ფუნქციონირებს წმ. ნინოს ეკლესია, რომლის მრევლიც თელაველთა უმრავლესობაა. ფაქტიურად გიგოს გორამ შეიძინა ,,მეფის სასახლესთან“ ერთად ქ. თელავის სავიზიტო ბარათის სტატუსი. დროთა განმავლობაში ,,გიგოს გორის“ და მის მიმდებარედ არსებული ტყაკაფის მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება. ნარგავები სავალალო მდგომარებაშია. თელავის მოსახლეობის მხრიდან დაიკარგა ინტერესი ამ ადგილებში  სხვადასხვა აქტივობების მოწყობის მისი იერსახიდან გამომდინარე. თელაველთათვის და ზოგადად მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მეტად მნიშვნელოვანია „გიგოს გორის“ და მის მიმდებარედ მდებარე ტყეკაფის გაცოცხლება ახალი ნარგავებით, რომელთა საერთო ფართი 6 ჰმ-დეა და განახლების შემთხვევაში ხელი შეეწყობა როგორც „ქ. თელავის შვიდი ბორცვის ტურისტული განვითარება“-ის პროექტის განხორციელებას ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას.

Green For Georgia