“გიგოს გორაზე” ტყის აღდგენა დაიწყო!

Green4Georgia-ს ორგანიზებით, თელავში, გიგოს გორაზე არსებული მწვანე საფარის აღდგენა დაიწყო. პირველ ივნისს, ამ პროცესის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, გასუფთავდა ტერიტორიის ნაწილი და მარადმწვანე მუხის 44 ნერგი დაირგო.

ყველა ნერგს აქვს შესაბამისი GPS კოდი, რომელის საშუალებითაც ხის დამრგველს ნებისმიერ დროს შეუძლია მის მიერ დარგული ხე მოძებნოს.

მარადმწვანე მუხა განსაკუთრებულად გამძლეა მცენარეთა დაავადებების მიმართ. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი, საშუალოდ 800-1000 წელამდე გრძელდება.

მომავალში დაგეგმილია „გიგოს გორის“ სრულად გაწმედა და დროთა განმავლობაში დაზიანებული ტყის საფარის მთლიანად აღდგენა.

ასევე, მარადმწვანე მუხის 6 ნერგი დაირგო ერეკლე მეფის ციხესთან არსებულ პარკში.

შემოგვიერთდი, ერთად გავშენოთ ტყე ქალაქებში

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

გამარჯობა

დაგვიკავშირდით შეკითხვებისთვის, მხარდაჭერისთვის ან პარტნიორობისთვის.

დაგვიკავშირდით