ნახშირბადის კვალი
რა არის ნახშირბადის კვალი?
მსოფლიოში გამომუშავებული ენერგიის უმეტესობა წარმოებულია წიაღისეული საწვავის გამოწვით, როგორიც არის ნავთობი და გაზი. ნებისმიერ ჩვენგანს სჭირდება ნავთობპროდუქტები, რომ ავტომობილით გადავადგილდეთ ან ავანთოთ ღუმელი საჭმლის მოსამზადებლად. ნახშირბადის კვალი განისაზღვრება, ნახშიროჟანგისა და მეთანის გაზის (სათბურის გაზების) ერთობლიობა, რომელსაც გარემოში ენერგიის მოხმარების შედეგად გამოვყოფთ.
ნახშირბადის კვალის კალკულატორის გამოყენება
ნახშირბადის კვალის მყირისიერი გამოთვლისათვის დღესდღეობით სხვადასხვა პროგრამა თუ კალკულატორი გამოიყენება. გამოსაანგარიშებლად, საჭიროა მხოლოდ იმ აქტივობების მითითება, რომლებიც ნახშირორჟანგის გამოყოფაში იღებს მონაწილეობას. ინტერნეტში უამრავი კალკულატორი შეგიძლიათ მოიძიოთ, მაგალითი იხილეთ ამ ბმულზე.
ნახშირბადის გამოყოფის შემცირების მნიშვნელობა
ნახშირბადის კვალის შემცირება დაგვეხმარება სათბურის აირებისა და მათ მიერ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაში. ტყეების მასიური გაჩეხვის გამო იზრდება ჰაერში ნახშირბადის კონცენტრაცია, რაც შესაბამისად დედამიწაზე ტემპერატურის მატებას და კლიმატურ ცვლილებებს იწვევს. თუ კი დედამიწაზე ტემპერატურა ძალიან მაღალი იქნება, მასზე სიცოცლის არსებობა შეუძლებელი გახდება. ნახშირბადის ემისიის შემცირება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოა. ის ასევე დაგვიცავს სასარგებლო ბუნებრივი რესურსების გახარჯვისგან. ნახშირბადის გამოყოფის შემცირება ასევე ეხმარება სხვადასხვა ბიზნესისა და აქტივობის ინიციატივებს, რომელთაც სასარგებლო წვლილი შეაქვთ გარემოს მდგრად განვითარებაში.
ნახშირბადის კვალის შემცირების გზები
ნახშიბადის კვალის შემცირების მეთოდებს შორის, ხის დარგვა ყველაზე მდგრადი მეთოდია. ხეებს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცირებაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ. ხეების დარგვით გარემოს აღდგენა ყველაზე მდგრადი ფორმით არის შესაძლებელი. რადგან ხეები გარემოში არსებულ ყველა ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ, მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ კლიმატისა და ტემპერატურის შემცირებაში დედამიწაზე. ხეები ასევე ნახშირბადს ატმოსფეროდან მიწაში ინახავენ. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო მეტი ხე იქნება დედამიწაზე, მით უფრო ჯანსაღი იქნება გარემოც.
გამოიყენეთ ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტი
ტრანსპორტის ინდუსტრია სათბურის გაზების ერთ-ერთი უდიდესი წყაროა და თქვენც მისი ნაწილი ხართ. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ავტომობილს უახლოეს ადგილზე გადასაადგილებლადაც იყენებენ და ძალიან უყვართ საღამოობით მზის ჩასვლის დასათვალიერებლად ავტომობილით გასეირნება. იცოდით კი, რომ ერთი წლის განმავლობაში არააუცილებელი მგზავრობის შემცირების შედეგად, ნახშირბადის კვალის 2.6 ტონით შემცირებაა შესაძლებელი? ერთი ინდივიდისათვის კი ეს ძალიან დიდი შედეგია. ავტომობილის ნაცვლად თქვენ შეგიძლიათ მარტივად იმგზავროთ ავტობუსით, მატარებლით, ველოსიპეტით, სკუტერით ან ფეხით.
იკვებეთ გარემოს დაცვის გათვალისწინებით
ჩვენი საკვების გაზრდას და დამწიფებას რესურსები სჭირდება და ხშირ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული ზრდის პროცესის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით სათბურის გაზები. რათქმაუნდა, კვებას ვერ შეწვეტთ, თუმცა რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის ის, რომ ყურადღება მიაქციოთ თუ რა სახის საკვებს მიირთმევთ. რატომ? იმიტომ, რომ ზოგიერთი საკვები არაპროპორციულად ბევრ სათბურის გაზს გამოყოფს ვიდრე სხვა. ამის ნათელი მაგალითია წითელი ხორცი. სტეიკის ნაცვლად, მაგალითად შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ბოსტენული და თევზი, რაც არამარტო გარემოსთვის არის უფრო სასარგებლო, არამედ თქვენი ორგანიზმისთვისაც!
შეამცირეთ ნარჩენები
ადამიანებს რომ ყოველდღიურად ნაკლები ნარჩენების გამოყოფა შეეძლოთ, მაშინ არ დაგვჭირდებოდა მეტი რესურსის გამოყენება (რაც მეტ სათბურის გაზს წარმოქნის) იმ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, რომელსაც გამოყენებული ნარჩენებით შევძლებდით. ჩართული გაქვთ წყლის გამათბობელი, როდესაც არ სარგებლობთ აბაზანით? გამორთეთ ის. გიწევთ უფრო მეტი გადასახადის გადახდა ვიდრე თქვენი მეზობელი, ერთნაირი ოჯახური საჭიროებების შემთხვევაშიც? ეცადეთ ენერგო-ეფექტური ელექტრონული მოწყობილობები შეიძინოთ. ტოვებთ ბრას ჩართულს, როდესაც აღარ კითხულობთ წიგნს? დროა ეს ჩვევაც შეცვალოთ.
გახსოვდეთ, ნარჩენების მცირედი შემცირებითაც კი ხდება ენერგიის მნიშვნელოვანი დაზოგვა, რაც საბოლოო ჯამში ემისიების მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს.
გადაამუშავეთ ნარჩენები
ნარჩენებისა და ემისიის შემცირების ეფექტური საშუალებაა ასევე მათი გადამუშავება. მუნიციპალიტეტების უმეტესობა უზრუნველყოფენ გადამუშავების სისტემას და თუ ჯერ არ სარგებლობთ ამით, მაშინ დროა დაიწყოთ. გადამუშავების კიდევ ერთი გზაა, როდესაც თქვენთვის უსარგებლო ელექტრონულ მოწყობილობას ჩუქნით მათ, ვისაც ის ესაჭიროება. ამით შეძლებთ იმ სათბურის გაზების გამოყოფის შეჩერებას, რომელიც სხვაგვარად იქნებოდა საჭირო თქვენს მიერ ნაჩუქარი ნივთის სანაცვლო პროდუქტის საწარმოებლად.
როგორ შევამციროთ ნახშირბადის კვალი?
განსაზღვრებიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ნებისმიერი პროცესის ოპტიმიზაცია, რომელიც ემისიას ამცირებს, ნახშირბადის გამოყოფის შემცირებასაც იწვევს. თუ გსურთ შეიტყოთ, თუ როგორ შეგიძლიათ ემისიის და შესაბამისად, ნახშირბადის კვალის შემცირება სახლის პირობებში, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: