ტყის გაჩანაგება საქართველოში

რამდენად სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ?

2015 წლიდან მოყოლებული, ტყეებში დაუდევრობით გაჩენილი ხანძრის შედეგად ყოველწლიურად 341-ჯერ მეტი ფეხბურთის სტადიონის ზომის სივრცეს კარგავს ჩვენი ქვეყანა.  ტყის გაჩანაგების საშიშროება ძალიან დიდია და თუ საქართველოში ცხოვრობთ, ამის შედეგებს ადვილად შეამჩნევთ. სულ უფრო მეტად ცხელი ზაფხულები, ნაკლები ნალექი, შემცირებული ტენიანობა და მცხუნვარე მზე, სწორედ ეს არის ის მიზეზები, რომელთაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებას და გარკვეულწილად ხეებისა და მცენარეთა ვეგეტაციის შემცირებას უკავშირებენ.  

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ზემოაღნიშნულიდან არცერთი არ გქონდეთ გამოცდილი, გარემოს დაცვის ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ქვეყანა მთლიანად დიდი რისკის წინაშე დგას. ტყის გაჩანაგება, რომელსაც მრავალი დამანგრეველი შედეგი მოაქვს გარემოსთვის, ძალიან სწრაფად ვრცელდება. არის რა შეუმოწმებელი,მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გასცდება მისი შედეგები ქვეყანას.

რა შედეგები მოაქვს?

ტყის ამ დაუდევარი და თვითნებური გაჩეხვის შედეგი მრავალმხრივია. საქთველოში თითქმის ყველა ქალაქი ტყეების გარეშეა დარჩენილი. ეკონომიკური დაღმასვლის გარდა, არსებობს კიდევ ერთი კონრეტული მამხილებელი ეკოლოგიური გარემოება. უსწორმასწორო ტოპოგრაფიის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ხასიათდება მთის სისტემებით, ციცაბო ფერდობებით და მაღალი ნალექიანობით,  ხეების წვლილი მიწის/ლანდშაფტის  და ბუნებრივი კატასტროფების შესამცირებლად უმნიშვნელოვანესია.

მეტიც, ცოცხალი არსებებიც კი, რომლებიც ტყეებში ბინადრობენ, მუდმივად რისკის ქვეშ იმყოფებიან. საქართველო ბიომრავალფეროვნებით უნიკალურად მდიდარი ქვეყანაა, ძალიან საინტერესო და იშვიათი ფლორითა და ფაუნით. ტყის გაჩანაგების გაგრძელების შემთხვევაში კი, ამ მცენარეებსა და ცხოველებს გადაშენება ემუქრებათ.

რა კეთდება

მდგომარეობა სავალალოა. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა რომ ყველა დაინტერესებული პირები დასხდნენ, განიხილონ და გამოეხმაურონ ამ სწრაფად გამწვავებად პრობლემას. ტყეებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისთვის. შეგნებული და ხელშესახები ძალისხმევაა საჭირო ტყეებისა და ხეების ნებისმიერ ფასად გადარჩენისათვის.