ჩვენ ვაშენებთ ტყეს ქალაქებში,

შემოგვიერთდით

ქალაქებში ტყეები ნელ-ნელა ქრება. ტყე რომელიც ყოველწლიურად ასეულობით ტონა ნახშირბადს ინახავდა და ათასობით ლიტრ ჟანგბადს გამოჰყოფდა. ტყე, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ფრინველებისა და ცხოველების სიმრავლით გამოირჩეოდა. ტყე სადაც რამდენიმე ათეული წლის წინ უნიკალური ხეები და მცენარეები იზრდებოდა. ტყე რომელმაც რამდენიმე ათეული წლის წინ, მოსახლოება ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი გაზის უქონლობის დროს შიმშილს და გაყინვას გადაარჩინა.

რატომ ვაშენებთ ტყეს?

ზრდასრულ ადამიანს თითო ჩასუნთქვისთვის 0,5 ლიტრი ჰაერი ესაჭიროება. ადამიანი წუთში საშუალოდ 14-ჯერ  ჩაისუნთქავს და ყოველ საათში დაახლოებით 420 ლიტრს, ხოლო დღე-ღამეში -10 080 ლიტრ ჰაერს მოიხმარს. ჰაერის 21 % ჟანგბადს შეიცავს.

საშუალოდ, ასი წლის ხე ყოველ საათში 1200 ლიტრ ჟანგბადს გამოყოფს

თუმცა ხე მარტო ჟანგბადი არ არის

ყოველწლიურად ადამიანი ტონობით ნახშირორჟანგის გამოყოფის მიზეზია, რომელიც ატმოსფეროში ადის და კიდევ უფრო აცხუნებს დედამიწას. ერთი ხე კი ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ კილოგრამ ნახშირორჟანგს აკომპენსირებს. მაგალითად, წიფელი წელიწადში 12,5 კილოგრამ ნახშირორჟანგს ინახავს, ანუ, წიფელს დაახლოებით 80 წელი ჭირდება, რომ შეძლოს  ერთი ტონა ნახშირორჟანგის კომპენსირება.

საშუალოდ ერთი ოჯახი საქართველოში 2, 7 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფს

როგორ

თქვენი შემოწირულობით, კერძო და სახელმწიფო სანერგეებიდან ვყიდულობთ ენდემური სახეობის ნერგებს და ვაძლიერებთ და ვახალისებთ, როგორც მცირე ბიზნესს, ასევე ვეწევით ქართული სახეობის ხეების პოპულარიზაციას. შეგროვებულ ნერგებს ვჩუქნით თქვენს მიერ შერჩეულ ქალაქებს და თქვენთან ერთად ვაკვირდებით ხეების მოვლისა და შენახვის პროცესს. ყველა ხეს აქვს შესაბამისი GPS კოდი და შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები, რომლითაც თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახოთ თქვენი ხე ან ხეები.

ხე მაინც დარგე,

ერთად გავაშენოთ ტყე ქალაქებში

Green For Georgia