ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და კოლხური ფლორის დენდრარიუმი​

რას გულისხმობს პროექტი?

24 ივნისს ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობის მიზანია, ქალაქ ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის კოლხური ფლორის დენდრარიუმის და სანერგე მეურნეობის შექმნა.  ამასთან,  ყოველწლიურად, დაგეგმილია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების ეკოგანათლების, გარემოს, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

როგორ?

მემორანდუმის ფარგლებში, Green for Georgia უზრუნველყოფს ფინანსური კონტრიბუტორების მობილიზაციასა და ფინანსურ მხარდაჭერას, აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებას საქმიანობის და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლებისა და სტუდენტების ჩართულობით სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პროცესების მონიტორინგს.

ზუგიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი ბუნებიდან ამოიღებს და კოლხური ფლორის დენდრარიუმში გადარგვას 185 ხეს.  უზრუნველყოფს ენდემური მერქნიანი ხემცენარეების თესლების შეგროვებას, 370 ხე მცენარის ნერგის და თესლის გამოყვანას 4 წლის განმავლობაში და კოლხური ფლორის დენდრარიუმში  გადარგვას.

კოლხური ბზის პუპულარიზაციისა და გადარჩენისთვის, ზუგდიდის ბოტანიკური სანერგე, მოსახელობის ჩართულობით გამოიყვანს 5 000 ნერგს და ბოტანიკურ ბაღში გადარგავს.

დირექტორის ბრძანებით შეიქმნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მეგობართა წიგნი, სადაც შეტანილი იქნება ყველა კონტრიბუტორის მონაცემები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერას და გამოყოფს სახსრებს, რათა შეუფერხებლად მოხდეს ყველა ვალდებულების შესრულება. ასევე, მერია უზრუნველყოფს თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის საინფორმაციო მხარდაჭერას.

ზუგდიდის ბონატიკური ბაღი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
კოლხური ფლორის დენდრარიუმი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

რატომ ჩვენ?

ჩვენთვის ყოველი დარგული ნერგი ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, შესაბამისად ვითვალისწინებთ იმ პროცედურებს, რომლებიც ნერგების დარგვის შემდგომ არის გასატარებელი. ხის დარგვა თავისთავად კარგი საქმეა, თუმცა აქ არ მთავრდება ყველაფერი. დარგვის შემდგომ ნერგს მუდმივი ყურადღება სჭირდება სანამ არ წამოიზრდება და სრულყოფილ ხედ არ იქცევა. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ ყოველი დარგული ნერგი ხედ ვაქციოთ. გამწვანების მიმართულებით არსებობს სხვა პროექტებიც, თუმცა მათგან ჩვენ ერთი მთავარი განგვასხვავებს – ჩვენს მიერ დარგულ ნერგებზე ზრუნვა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მიდგომით თქვენი შემოწირულობით შეძენილი ნერგები რამდენიმე წელიწადში დიდ და ძლიერ ხეებად იქცევიან, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა ჩვენგანის და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას.

შემოგვიერთდი, ერთად გავამწვანოთ ჩვენი ქალაქები.

Green For Georgia