ენდემური ხე-მცენარეების პოპულარიზაცია

სახალისო გაკვეთილები სკოლებში

რას გულისხმობს პროექტი?

21 აპრილიდან დავიწყეთ საჯარო და კერძო სკოლებში მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის სახალისო გაკვეთილების ჩატარება. გაკვეთილის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. კერძოდ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანისთვის? რა საფრეთხეების წინაშე დგას მსოფლიოს და საქართველოს ტყეები? რა სარგებელი აქვს და ასევე, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს?

როგორ?

სახალისო გაკვეთილის ხანგრძლივობაა 30 წუთი და ნარჩენი დრო არის კითხვა პასუხისთვის და სხვადასხვა მოსაზრებების გაზიარებისთვის. გაკვეთილის დასრულების შემდეგ რუსთავისა და თბილისის სკოლებს ლაფანის ხის თესლები ვაჩუქეთ, იმ პირობით რომ ბავშვებმა თესლები გაახარონ და ხეებად აქციონ. რომელი სკოლაც მეტ ლაფანის ხეს გაახარებს, 50 ძირი ლაფანის ხე გადაცემა საჩუქრად.

გაკეთილების მიზანია ენდემური სახეობების პოპილარიზაცია.

რას გპირდებით?

  • სანდოობას
  • მდგრადობას
  • თქვენი კომპანიის იმიჯის გაძლიერებას
  • თქვენი სურვილის მიხედვით ან რომელიმე კონკრეტულ ან ყველა პროექტში პარტნიორის სტატუსად მოხსენიებას
  • პროექტის ან პროექტების ერთად გაშუქებას მედია სივრცეში
  • ხეების გაშენების ყველაზე დიდ პროექტში მონაწილეობას

Green For Georgia