Green4Georgia არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საქართველოს ადგილობრივი და ენდემური ხეების შესანარჩუნებლად და მათი გამრავლებისთვის.
ჩვენი მიზანი?
ჩვენი მიზანია ჩვენი გარემოს აღორძინება და ტყის გაშენება. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და შევამციროთ დაბინძურება.
რას ვაკეთებთ?
თქვენი მხარდაჭერითა და შემოწირულობებით, შევიძენთ ენდემურ ნერგებს და დავრგავთ სხვადასხვა ლოკაციებზე მთელი საქართველოს მაშტაბით.
რამდენად ცუდი მდგომარეობაა?
2015 წლიდან დღემდე, საქართველოში ყოველთვიურად ტყის ხანძრების შედეგად 341 საფეხბურთო მოედნის ზომის ტერიტორია იკარგება და ქვეყნის ურბანიზაცია მნიშვნელოვნად იწვევს ტყის საფარის შემცირებას, საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 7,000 ჰექტარს კარგავს.
ტყეების განადგურების საფრთხე ძალიან დიდია, და თუ საქართველოში ცხოვრობთ, ალბათ უკვე შეგიმჩნევიათ ამის ეფექტებიც. უფრო ცხელი ზაფხულები, ნაკლები ნალექი, შემცირებული ტენიანობა და უფრო მკაცრი მზის სხივები – ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილების აშკარა ნიშნებია, რაც მეცნიერების აზრით, მინიმუმ გარკვეულწილად, უკავშირდება ხეების და მცენარეული საფარის სწრაფად დაკარგვას.
როგორ შევამციროთ ნახშირბადის კვალი?
გარემოზე ადამიანის ზემოქმედების გაზომვის მრავალი საზომი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია ნახშირბადის CO2 კვალი, რომელიც ზომავს თუ რამდენი ნარჩენი გამოყო ადამიანის ზემოქმედების შედეგად გამოწვეულმა სხვადასხვა პროცესებმა სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
კერძოდ კი, ნახშირბადის კვალი ზომავს სათბურის გაზებს (უმეტესწილად ნახშირორჟანგს), რომლებიც ატმოსფეროში ადამიანის კონკრეტული აქტივობის შედეგად გამოიყოფა.
When you buy a tree from our shop, you’ll receive a special certificate adorned with a unique QR code. Your tree will be equipped with GPS, allowing you to locate it in its natural habitat.
Join us in making a lasting impact on the environment. Explore and cherish your tree’s real-world presence while contributing to a greener world!”